ამორტიზებული საავტომობილო გზა ხუცუბანში - ენმ-ის ბრიფინგი

01 აპრილი 2024, 10:19 750 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ქობულეთში სოფელ ხუცუბანში ავარიული გზის მოწესრიგებას ითხოვენ. მათი თქმით, გზის საფარი მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღებამ და ტერიტორიაზე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებამ მწყობრიდან გამოიყვანა. აღნიშნული გზა ქალაქთან 5 სოფელს აკავშირებს. 

ლაშა კომახიძე პრობლემის დროული მოგვარებისკენ მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელმაც თავის დროზე მდინარიდან ინერტული მასალის ამოღებაზე ნებართვა გასცა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ქობულეთის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება თავად კომპანიის ვალდებულებაა. 

ინერტული მასალის ტრანსპორტირებას  შპს "მაინ გრუპს"  ახორციელებს, მის წარმომადგენელს ტელეფონი გამორთული აქვს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში