ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

02 აპრილი 2024, 20:02 442 ნახვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობდა.

აღნიშნული პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი ხდება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

ასეთ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ იმ საარჩევნო ოლქის ნომერი მიეთითება, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც ის არის წარდგენილი.

ამავე ცვლილების თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში