პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

03 აპრილი 2024, 12:45 454 ნახვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

ოპოზიციამ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დაინიცირებას ეხება.

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა "ქართულ ოცნებას" ამ კანონის მიღების საშუალება არ უნდა მისცეს. 

ელისაშვილის ამ განცხადებას უმრავლესობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ვითარების განმუხტვას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. სხდომა ამ დროისთვის განახლებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში