უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონპროექტის ხელახალი ინიცირება - შეფასებები

03 აპრილი 2024, 15:08 636 ნახვა

,,ქართული ოცნება“ უკან აბრუნებს რუსულ კანონს“ - დაახლოვებით ასეთი შეფასებები მოჰყვა სახელისუფლებო პარტიის გადაწყვეტილებას.

ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ''ქართული ოცნება'' ქვეყანას რუსული ყაიდის ქვეყანაში აბრუნებს, რასაც როგორც უკვე აანონსებენ, არ დაუშვებენ.

ხმაური და დაპირისპირებაა რამდენიმე საათია პარლამენტში, ზოგიერთი დეპუტატის რეაქციის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ გააფრთხილა კოლეგები, რომ მიკროფონს გაუთიშავს ყველას, ვინც უმრავლესობის კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში