ხმაური პარლამენტის სხდომაზე 

04 აპრილი 2024, 14:08 441 ნახვა

გენდერული კვოტირების შესახებ გირჩის ინიციატივა პარლამენტმა მეორე მოსმენით 82 ხმით 14 წინააღმდეგ მიიღო.

განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ოპოზიციის განცახდებით,  კვოტირების გაუქმებით პოლიტიკაში ქართულ ოცნებას ქალთა როლის შესუსტება სურს და ეს კიდევ ერთი დანაპირების შეუსრულებლობაა.

დავა გაგრძელდა ბექა ოდიშარიას პარლამენტში გუშინ ქალების მისამართით გაკეთებული გამონათქვამის გამო, სალომე სამადაშვილმა მისი ნარკოლოგიური შემოწმებაც მოითხოვა, რასაც ოდიშარიამ უპასუხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში