საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რაც სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

04 აპრილი 2024, 16:59 616 ნახვა

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რაც სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

„გირჩის“ მიერ ინიცირებული პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.

მიღებული პროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც საარჩევნო სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს. ამასთან, გაუქმდა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონის ნორმაც, რომლითაც გათვალისწინებულია საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში