კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

04 აპრილი 2024, 18:06 701 ნახვა

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ გასული წლის მსგავსად კანონს ვერც წელს მიიღებენ. მათი განმარტებით, ეს კანონი ევროპული მომავლისთვის უარის თქმის ტოლფასია. დეპუტატების განცხადებით, ხელისუფლებამ საკუთარ დაპირებას, რომ ამ კანონს აღარ განიხილავდნენ, გადააბიჯა. ოპოზიციის ნაწილი ხალხისგან საპასუხო რეაქციას არჩევნებზე ელოდება, ნაწილი კი აქციის გამართვას გეგმავს. ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი კანონპროექტის კანონებით სხვა ქვეყნების გამოცდილებებზე საუბრობენ, აცხადებენ, რომ უცხოური გავლენებისგან ქვეყნის დაცვა ნორმალურია და არასამთავრობო სექტორის ნაწილს დაფინანსების გარკვეულ თანხებზე პასუხები არ აქვთ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში