შვიდი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

05 აპრილი 2024, 14:05 400 ნახვა

,,კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ასცდება ევროპულ გზას“-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც   ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ.    

ისევ ახსენებენ, რომ კანონპროექტი რუსულია და  საქართველოს მოქალაქეებისა და  სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის კიდევ ერთხელ გატეხა.

,,ახლა, როგორც არასდროს, ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის უმთავრეს პრიორიტეტად. ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას და გახდება საქართველოს ევროპის ოჯახში დაბრუნების გარანტია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში