საფრანგეთში განვიხილავთ, როგორ ვებრძოლოთ უცხოურ ჩარევას, თითოეულმა ქვეყანამ უნდა იპოვოს შესაბამისი პასუხი, ვდგავართ აგრესიული რუსული ჩარევის წინაშე და გვსურს, ამ ჩარევას ვებრძოლოთ - შერაზ გასრი

05 აპრილი 2024, 19:36 455 ნახვა

ცხადად რომ ვთქვა, საფრანგეთში ჩვენ განვიხილავთ მნიშვნელოვან საკითხს, რომლის წინაშეც ბევრი დემოკრატია დგას, კერძოდ, როგორ ვებრძოლოთ უცხოურ ჩარევას დემოკრატიულ პროცესებში, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა

შერაზ გასრის თქმით, თითოეულმა ქვეყანამ უნდა იპოვოს თავისი შესაბამისი პასუხი.

„საფრანგეთში ვდგავართ სულ უფრო აგრესიული რუსული ჩარევის წინაშე და გვსურს, ამ ჩარევას ვებრძოლოთ. გვსურს, ამას ვებრძოლოთ ადამიანის უფლებების დაცვის ფარგლებში, რადგან ეს არის ჩვენი ღირებულებები. ჩვენ გვსურს, ამას ვებრძოლოთ იმგვარად, რომ არ მოვახდინოთ უფლებადამცველი ორგანიზაციების სტიგმატიზება და დემონიზება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დემოკრატიულმა პროცესებმა არ გამოიყენონ იმის ხერხები, ვის წინააღმდეგაც ბრძოლას ვცდილობთ“, – აღნიშნა  ელჩმა.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტს, რომელიც უცხოელი ხელმძღვანელობის ინტერესებით მოქმედთა რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში