გენრიეტა ქუთათელაძის შემოქმედებითი საღამო

05 აპრილი 2024, 20:43 926 ნახვა

„სხვისი გაკიცხვა უმეცართა ჩვეულებაა, გავითავისე ცოდნა რამდენიც, შევიცვალე საბედნიეროდ, აღარ ვგმობ არვის და არც არავის განვიკითხავ“- ეს მწერლის, პოეტისა და პუბლიცისტის გენრიეტა ქუთათელაძის სიტყვებია. სწორედ მის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა აჭარის საარქივო სამმართველომ. აქ გენრიეტა ქუთათელაძის პირადი არქივი ინახება. მას 19 წიგნი აქვს დაწერილი და 500 ზე მეტი პუბლიცისტური წერილის ავტორია. საღამოზე მწერლის მეგობრებმა გაიხსენეს არაერთი ფაქტი და მოვლენა, რომელიც აკავშირებთ, ასევე წაიკითხეს ლექსები. გენრიეტა ქუთათელაძე მალე 81 წლის გახდება, მისი ნაშრომები სისტემატურად იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალებში.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში