22 ევროპარლამენტარის განცხადება

06 აპრილი 2024, 11:52 424 ნახვა

კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ - სამი დღეა დასავლეთიდან გამკაცრებული ტონი და შეფასებები ისმის. 22 ევროპარლამენტარი ერთობლივი განცხადებით ეხმაურება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს. ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად შეაფასოს იგი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში