შალვა პაპუაშვილის ვიზიტი თურქმენეთში

09 აპრილი 2024, 18:21 476 ნახვა

შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდი-მუჰამედოვს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო-ლოჯისტიკური თანამშრომლობისა და ერთობლივი რეგიონული პროექტების განვითარების მნიშვნელობაზე. შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა აშხაბადში შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნის გადაწყვეტილებისთვის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში