ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი

10 აპრილი 2024, 14:08 353 ნახვა

ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და რეგიონში  უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.

ილია დარჩიაშვილმა სტუმრებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული კუთხით. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.

ელჩებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა. საგარეო უწყების ინფრომაციით, ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების ერთგულება ქვეყნის ევროპული კურსისადმი და მზაობა რეფორმების კომპლექსური დღის წესრიგის განხორციელებისადმი. 

ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით იმყოფებიან. 

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ელჩების შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან,  დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში