შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

12 აპრილი 2024, 11:18 394 ნახვა

ონკოლოგიის სფეროს სპეციალისტებს,  ფარმაცევტული სექტორისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა მედიკამენტების მარაგებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

შეხვედრაზე მხარეებმა, ის სიახლეც განიხილეს, რაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პროგრამული მედიკამენტების გაცემას გულისხმობს. აღინიშნა, რომ ცვლილება უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში