არ შეიძლება, იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის, მაშინ გამოდის, ღირებულებები დამდგარა თავდაყირა - ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2024, 18:49 421 ნახვა

ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა.

„ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ასე ვერ წარმოვიდგენთ. ერთადერთი, ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას, გამჭვირვალობასა და დემოკრატიას შორის. არაფერი სხვა. გამჭვირვალობას არ აქვს არავითარი ალტერნატივა“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში