პროფესიული გადამზადების კურსი ,,სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის 

13 აპრილი 2024, 10:25 408 ნახვა

პროფესიული გადამზადების საბაზისო კურსი დაიწყო  „სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის.  

5-დღიანი ტრენინგის ფარგლებში, მსმენელები სააგენტოს ძირითად მიმართულებებსა და ფუნქციებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებსა და ახალ მიდგომებს გაეცნობიან. მომავალი  წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მთლიანად თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.  

პროცესის უკეთ  მართვის მიზნით კი , თავდაცვის სამინისტროში „სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტო“ შეიქმნა. 

ამჟამად მიმდინარეობს სააგენტოს დაკომპლექტების პროცესი, სწორედ ამიტომ კურსი ითვალისწინებს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში