ამორტიზებული სკოლა და ჩაშლილი ტენდერი

23 მარტი 2017, 00:00 2938 ნახვა

საქართველოს ხელისუფლება, ოპოზიცია და პოზიცია, ყველა ერთიანად თანხმდება რომ მთაში მოსახლეობა უნდა შევინარჩუნოთ. ყველა წუხს იმაზე, რომ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები ახალგაზრდებისგან დაცლილია. მათთვის კი ალბათ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სათანადო განათლების მიწოდებაა. საინტერესო და მრავალფეროვნ გარემოზე აღარავინ ფიქრობს, მაშინ როცა, მაგალითად ხულოს ერთ-ერთ სოფელში მოსწავლეები 1982 წელს აგებულ შენობაში სწავლობენ, რომელიც მრავალფეროვან გარემოს კი არა, სწავლისათვის აუცილებელ პირობებსაც ვერ აკმაყოფილებს. შენობა ამორტიზებულია. მშენებლობა კი შეჩერებული. რატომ დაჯარიმდა სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანია და როდის დაიწყება ხელახალი რემონტი? 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში