გარანტიას ვაძლევ ოპოზიციას, ვერასდროს დააკონკრეტებენ, რა არის ცუდი გამჭირვალობის კანონპროექტში - მამუკა მდინარაძე

13 აპრილი 2024, 15:20 388 ნახვა

გარანტიას ვაძლევ ოპოზიციას, ვერასდროს დააკონკრეტებენ, რა არის ცუდი გამჭირვალობის კანონპროექტში, არათუ რუსული, ცუდი რა არის, ამასაც ვერ იტყვიან და ამ ფონზე, მათ ამ პროტესტსაც, ამ ვითომ ემოციებსაც, აბსოლუტურად ეკარგება ფასი, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე ყველას ურჩევს, წაიკითხონ, რა წერია კანონშ ისეთი, რაც არის ცუდი.

„მაგალითად, ხელისუფლებას უნდა გაუპროტესტო მაშინ რაღაც, როდესაც არგუმენტებს ეუბნები და ის ამ არგუმენტებს არ იგებს, ვერ იგებს, მაგრამ, როდესაც არგუმენტებს არ ეუბნები და პირდაპირ შეტევაზე გადადიხარ, ამ პროტესტს ფასი ვერ ექნება. ეს პროტესტი არის ყალბი პროტესტი და ყალბი პროტესტები მართლაც ოკუპანტი ქვეყნისგან გვახსოვს რაღაც თემებზე. ამიტომ კარგად დაფიქრდეს ყველა, წაუკითხავ კანონს რომ აპროტესტებენ ადამიანები, ყველას ვურჩევ, წაიკითხოს, რა წერია იქ ისეთი, რაც არის ცუდი“, – განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში