აშშ-ის ძალებმა ირანიდან და იემენიდან გაშვებული 80-ზე მეტი დრონი გაანადგურეს - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

15 აპრილი 2024, 10:03 365 ნახვა

ისრაელს შეუძლია შექმნას სტრატეგიული ალიანსი ირანის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც თეირანის  მასშტაბური  სარაკეტო თავდასხმა ისრაელმა მოკავშირეებთან ერთად წარმატებით მოიგერია - ამის შესახებ  ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.

კამიკაძე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების განეიტრალებაში ისრაელს  შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები დაეხმარნენ-თქვა გალანტმა საჰაერო თავდაცვის სისტემის დათვალიერების დროს, რომელიც  სარაკეტო თავდასხმის შეჩერებაში მონაწილეობდა. დანიელ ჰაგარიმ კი სატელევიზიო განცხადებაში აღნიშნა, რომ  ისრაელმა შეტევითი და  ასევე თავდაცვითი მოქმედებებისთვის  ოპერატიული გეგმა დაამტკიცა.

თავის მხრივ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-ის ძალებმა ისრაელზე თავდასხმის დროს ცალმხრივი თავდასხმის 80-ზე მეტი დრონი და სულ მცირე 6 ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს.

მათივე ინფორმაციით, ოპერაცია მოიცავდა ბალისტიკური რაკეტის განადგურებას მის გამშვებზე და შვიდი უპილოტო საფრენი განადგურებას იემენის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ აკონტროლებენ.

რაც შეეხება ირანის წინააღმდეგ ისრაელის საპასუხო ქმედებებს, ისრაელის ომის კაბინეტში ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. აშშ-მა ისრაელს მკაფიოდ განუცხადა, რომ ისრაელის საპასუხო ქმედებებში ვაშინგტონი არ ჩაერთვება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში