სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

15 აპრილი 2024, 13:22 391 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს მოღალატე უწოდა.

„საკუთარ ქვეყანას რომ აბრალებდი ოკუპანტთან თანამშრომლობას, მაგაზე გაეცი პასუხი საზოგადოებას, შენ ხარ მოღალატე მაგის გამო.  საკუთარ ქვეყანას აბრალებდი რუსეთთან ურთიერთობას, მაგაზე გაეცი პასუხი“, – მიმართა მიხეილ ყველაშვილმა ხატია დეკანოიძეს.

სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ლელოს“ წევრს, ანა ნაცვლიშვილსაც სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დარბაზის დატოვება მოუწევდა.

ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას კანონპროექტის შინაარსი არ აინტერესებს და მათი მიზანია, კანონპროექტის გარდა, ყველაფერზე ილაპარაკონ.

იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში