ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობოებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება - პრემიერი

15 აპრილი 2024, 15:34 394 ნახვა

მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება, - ამის შესახევ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ელჩებთან შეხვედრაზე განიხილა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

"შეხვედრა მქონდა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობინ დანიგანთან, ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განვიხილეთ. აღვნიშნე, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს - არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას.

მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურე ხელისუფლების სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის, რათა ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში