ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება კანონპროექტის განხილვისას

15 აპრილი 2024, 18:20 434 ნახვა

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. იმ დროს, როდესაც საკითხზე მომხსენებელი მამუკა მდინარაძე ტრიბუნასთან იდგა, მასთან დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მივიდა და ფიზიკურად დაუპირისპირდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რის შემდეგაც დეპუტატების ნაწილი ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან გააძევა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში