თემურ ბაბლუანის წიგნის პრეზენტაცია პარიზის წიგნის ფესტივალზე

15 აპრილი 2024, 18:26 546 ნახვა

"მზე, მთვარე და პურის ყანა"-პარიზის წიგნის ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს მწერალთა სახლმა თემურ ბაბლუანის წიგნის პრეზენტაციით დაასრულა. ავტორმა წიგნის ფრანგული თარგმანი ღონისძიებაზე თავად წარადგინა, რასაც ფრანგული პრესის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაცია ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად წარსდგა. საქართველოს მწერალთა სახლმა ევროპელ საზოგადოებას, გამომცემლებს, ავტორებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ქართული კულტურა გააცნო და არაერთი მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა გამართა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში