პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ამ დროისთვის 4 პირია დაკავებული - თეიმურაზ კუპატაძე

15 აპრილი 2024, 23:06 457 ნახვა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ამ დროისთვის 4 პირია დაკავებული.

რუსთაველის გამზირზე მყოფმა კუპატაძემ აღნიშნა რომ  დაკავებული მოქალაქეები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, აგრესიულად მოქმედებდნენ და პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ.

„შსს-ის მხრიდან არის დაკავებული 4 პირი, ამ ეტაპზე. მიმდინარეობს აქცია, ხდება იმ დესტრუქციული ძალების განეიტრალება, დაკავება, რომლებიც ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას. ისინი აგრესიულად გამოირჩევიან, შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, უწევენ ფიზიკურ წინააღმდეგობას და მათი განეიტრალება ხდება“, - განუცხადა კუპატაძემ 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში