იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

16 აპრილი 2024, 10:58 333 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრობის 3 კანდიდატს: მაია ზარიძეს, გიორგი შარაბიძეს და გია ცაცაშვილს მოუსმინეს და დეპუტატებმა ყველა მათგანს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

მანამდე იურიდიულ კომიტეტზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს.

 „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის პროცესში ხდება ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება. ცვლილებები ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. წარდგენილი კანდიდატებისთვის შესაძლებელი იქნება 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ, რის შემდეგაც 76 ხმით არჩეული კანდიდატი უფლებამოსილებას 5 წლის ვადით განახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში 76 მხარდამჭერი ხმა ვერ მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერცერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში