ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების მოსმენა 

16 აპრილი 2024, 11:04 348 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა, თუმცა  სხდომას  ოპოზიცია არ ესწრებოდა. საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, მოქმედი  თავმჯდომარე  გიორგი კალანდარიშვილია, რომელსაც კომიტეტის წევრებმა კითხვები ძირითადად  ელექტრონული   სისტემით  დაგეგმილ  არჩევნებთან დაკავშირებით  დაუსვეს.

გიორგი  კალანდარიშვილმა  აღნიშნა , რომ  როგორც  ტექნიკური და  სხვა ყველა რესურსი   მზად არის  იმისთვის, რომ არჩევნებმა  ყველა წესის დაცვით  ჩაიაროს,  მათ შორის   დაზღვეულია ყველა საფრთხე და  ტექნიკური რისკიც. ასევე, მისი თქმით,  მოქალაქეებისთვის ტარდება საინფორმაციო  ხასიათის  ღონისძიებებიც.  

იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ასევე  ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრობის 3 კანდიდატს მაია ზარიძეს, გიორგი შარაბიძეს და გია ცაცაშვილს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში