DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია

17 აპრილი 2024, 11:01 436 ნახვა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება. მიმართვაში  ნათქვამია,რომ დემონსტრანტების მხრიდან ძალადობრივი შემთხვევების დადასტურებისას, შსს-მ ადგილზევე   აღმოფხვრას  ფაქტი, მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისთვის ხელშეშლის გარეშე.

ასევე სწრაფად და ობიექტურად გამოიძიონ სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტები და შეამოწმოს სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ბრძანების კანონიერება.დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად, არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი დაშავდა და  შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ  გაუფრთხილებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ასევე აღნიშნულია,რომ სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის რამდენიმე მონაწილეს, მათ შორის ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს. განცხადებას ასევე ავრცელებს საქართველოში მოქმედი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია და  მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები. და ასევე დროულად მიაწოდოს ადვოკატებს ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში