სალომე ზურაბიშვილი თავად არის უცხოური გავლენის აგენტი - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:09 445 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი. შესაბამისად, ერთადერთი, ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, ესაა შესაბამისი უცხოური ძალა, გლობალური ომის პარტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც მან გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა: „კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა“.

„ამ კანონის სახალხო ლეგიტიმაციას რაც შეეხება, სულ რაღაც ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება მათ შორის, რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა ძალიან კარგად ნახავს, რომ, საბოლოო ჯამში, ამ კანონს ექნება დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როცა ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, რომ არ იყვნენ დარწმუნებული, რომ ეს კანონი საფრთხეს არ შეუქმნის ევროპულ ინტეგრაციას, რა თქმა უნდა ამ კანონს არ მიიღებდნენ.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს კანონი არა თუ საფრთხეს არ შეუქმნის ევროინტეგრაციას, პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. ჩვენ თუ არ დავიცავთ სახელმწიფო სუვერენიტეტს, დაგვემართება იგივე, რაც დაემართა უკრაინას და ასეთ შემთხვევაში უკან მოგვრჩება მშვიდობაც და ევროინტეგრაციაც. შესაბამისად, თუ რაიმეს ემსახურება ეს კანონი, ეს არის ჩვენი ევროინტეგრაციის ამოცანა - სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება, მათ შორის, რეფერენდუმი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით.

„ამ კანონის სახალხო ლეგიტიმაციას რაც შეეხება, სულ რაღაც ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება მათ შორის, რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა ძალიან კარგად ნახავს, რომ, საბოლოო ჯამში, ამ კანონს ექნება დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როცა ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში