აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის „მინისტრის საათი“ უმაღლეს საბჭოში

18 აპრილი 2024, 11:44 384 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში წუთი წუთზე სხდომა უნდა დაიწყოს, რომელზეც მინისტრის საათის ფორმატში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმენენ. 

ჯაბა ფუტკარაძემ დეპუტატებს უნდა ჩააბაროს ანგარიში რა გააკეთა გასულ წელს მისმა უწყებამ და რა გეგმები აქვთ წელს.

გარდა ამისა, დღის წესრიგით გათვალისწინებულია უმაღლესი საბჭოს  რამდენიმე კომიტეტის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენაც.

ცნობილია, რომ სხდომას არ დაესწრება ოპოზიცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში