სადავო ცვლილება საგადასახადო კოდექსში

18 აპრილი 2024, 18:08 393 ნახვა

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მეორე მოსმენით მიღებულია. ინიციატივის მიხედვით, დაბეგვრისგან გათავისუფლდებიან ოფშორულ ქვეყნებში რეგისტრირებული შეღავათიანი დაბეგვრის მქონე საწარმოები, თუ მათ საქართველოში გადმოიტანენ. ოპოზიციისთვის გაუგებარია კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება. ხელისუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტული ადამიანის ინტერესებს არის მორგებული. უმრავლესობა კი ამბობს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს და ყველა დეტალი გამჭვირვალე იქნება.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში