შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან

19 აპრილი 2024, 14:44 453 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის  რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და მაკროეკონომიკური ტენდენციების  დინამიკა.

გამოითქვა იმედი, რომ ბანკი მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მიმართულებით.

საქართველოში ოპერირების დაწყებიდან ევროპის საინვესტიციო ბანკმა საინვესტიციო პროექტებში 1.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში