ესტონეთის პრემიერი საქართველოს ახალ ელჩს შეხვდა

20 აპრილი 2024, 10:16 376 ნახვა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი საქართველოს ახალ ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა - ამის შესახებ კალასი სოციალურ ქსელში წერს. 

„მივესალმე საქართველოს ახალ ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს. შევთანხმდით, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ორივე ჩვენი ქვეყნისთვის. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ფოკუსი ისეთ ნაბიჯებზე უნდა იყოს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს, და არა დააშორებს“, - წერს კალასი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში