ახალი ნიშნულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე

20 აპრილი 2024, 15:08 403 ნახვა

ახალი ნიშნულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ. ისინი საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, გარკვეული პერიოდულობით, სხვადასხვა ტიპის უკანონო ინსტალაციის მონტაჟს ახორციელებენ.

თითოეული მსგავსი ფაქტი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მკაცრი რეაგირების ობიექტია.

უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ რომ ინციდენტის დაფიქსირებისთანავე, უწყებამ ევროკავშირის მიერ ოპერირებული ე.წ. ცხელი ხაზი გაააქტიურა და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებს აცნობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში