საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა

22 აპრილი 2024, 14:01 384 ნახვა

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების  საყოველთაო-სახალხო განხილვები  უმრავლესობამ დღეს ქუთაისიდან დაიწყო.   25 აპრილს  კი შეხვედრა  ბათუმში გაიმართება.

საყოველთაო განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ლიდერები ესწრებოდნენ. საკონსტიტუციო ინიციატივას უმრავლესობის 83 დეპუტატი აწერს ხელს.    ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი შეზღუდვისა და აკრძალვის დაწესებას ითვალისწინებს.  კორექტირდება, კონსტიტუციის 30-ე მუხლი,  რომლითაც  ქორწინების დეფინიციაა განსაზღვრული. 

უმრავლესობის თქმით, ამ მუხლს დაემატება მესამე მუხლი, შემდეგი შინაარსით: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში