არასამთავრობო სექტორი დაპირების მიუხედავად კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა - წულუკიანი

22 აპრილი 2024, 16:44 368 ნახვა

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარდარად და ბედნიერად, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, არასამთავრობო სექტორი დაპირების მიუხედავად, რომელიც გასულ წელს გასცეს, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა.

"შარშან იყო ჯენტლმენური შეთანხმება, არასამთავრობო სექტორმა ბრძანა, რაში გვჭირდება კანონი, ჩვენ ისედაც ვართ გამჭვირვალეები და კიდევ მეტად გამჭვირვალეები ვიქნებითო. ამის საპირისპიროდ, არა მხოლოდ უფრო გამჭვირვალეები არ გახდნენ, არამედ უფრო გაუმჭვირვალედ ძალიან დიდი შავი ფული და თანხები შემოიტანეს ქვეყანაში. აბა გამოვიცნოთ რა მიზნისთვის? თუ ვერ გამოვიცნობთ, მაშინ კანონი გვჭირდება, რომ გამოვაცნობინოთ“, - განაცხადა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში