ირაკლი კობახიძე გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

23 აპრილი 2024, 10:26 460 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა - ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას. ხაზი გაესვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

"საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკას. აღინიშნა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მნიშვნელობა დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება დაადასტურა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში