''უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ'' კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა ორშაბათიდან იწყება

23 აპრილი 2024, 10:19 401 ნახვა

სადავო კანონპროექტზე მუშაობას პარლამენტი მომდევნო კვირიდან განაახლებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მმართველი გუნდის ინიციატივას მუხლობრივად განიხილავს. განხილვის მომდევნო დღეს კი, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით კენჭს უყრის და დაამტკიცებს.

ოპოზიციის ნაწილი მზად არის განხილვებში ამჯერადაც ჩაერთოს და ქართულ ოცნებას კანონპროექტთან დაკავშირებით მათი არგუმენტები კიდევ ერთხელ გააცნოს.

29 აპრილს, განხილვების პარალელურად გაიმართება აქციაც, რომელსაც მმართველი გუნდი აანონსებს - გადაწყვეტილებას პროვოკაციულს უწოდებენ ოპონენტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში