სამი დაკავებულიდან ერთმა შიმშილობა დაიწყო

25 მარტი 2017, 00:00 2989 ნახვა

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, ორი კვირის შემდეგ სისხლის სამართლის ბრალდებით გუშინ კიდევ სამი პირი დააკავეს. მათგან ერთ-ერთმა კი შიმშილობა დაიწყო. გოდერძი გორგილაძე წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. გორგილაძე სამართალდამცველებმა ამავე საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს, თუმცა 5 დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა. რას აცხადებს ციალა ქათამიძე და დაკავებულის ინტერესების დამცველი?

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში