ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხულოში

24 აპრილი 2024, 20:02 1210 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური გელაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს. საავტომობილო  მონაკვეთი  მიმდინარე წელს მეწყრულმა პროცესმა დააზიანა, რის გამოც გადაადგილება შეზღუდული იყო, ამ დროისთვის  საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია პარალელურად კი მიმდინარეობს კედლის ჩამოსხმა.

ორი ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას აქვს ალტერნატიული შემოსავლელიც.

მიმდინარე პროექტისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 230 ათას ლარზე მეტი გაითვალისწინა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს სხვა დამეწყრილ ტერიტორიებზეც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში