ინფრასტრუქტურული სამუშაოები

25 მარტი 2017, 00:00 2657 ნახვა

დაზიანებული გზების აღდგენა მიმდინარეობს რეგიონში. ასფალტის საფარი დაიგო დღეს ქობულეთში, სოფელ კვირიკის გზის 600 მეტრიან მონაკვეთზე. მიმდინარე სამუშაოები, რომელზეც აჭარის საგზაო დეპარტამენტმა 175 ათასი ლარი დახარჯა რეგიონის პირველმა პირმა დაათვალიერა და პროექტზე დეტალური ინფორმაცია საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მიიღო. წელს აჭარაში ადგილობრივი მნიშვნელობის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დეპარტმენტს 30 მილიონ ლარზე მეტი გამოეყო.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში