ხმაური ხულოს საკრებულოს სხდომაზე

26 აპრილი 2024, 15:18 1066 ნახვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო საკრებულოს სხდომა ხულოში. სხდომის დაწყების წინ პარტია ლელოს დეპუტატმა  განცხადება გააკეთა ორშაბათს  დედაქალაქში დაგეგმილი კონტრაქციის შესახებ. მან განმარტა რომ  საქართველო არასოდეს დაუბრუნდება საბჭოთა კავშირს, და  რომ 29 აპრილს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობით მისი ოპონენტები ე.წ. რუსული კანონის მიღებაში  მონაწილეობენ.  

ბესიკ შაინიძემ  დეპუტატებს  უთხრა, რომ ევროპაში შეხვდებიან და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიცის წევრს  სხდომაზევე დაუპირისპირდნენ მმართველი გუნდის წევრები.

ლელოს პროტესტს სატელევიზიო კომენტარით გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი და  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელმაც განმარტა რომ აქციას რა თქმა უნდა შეუერთდება და ამაში რუსულს ვერაფერს ხედავს. 

სხდომაზე დეპუტატებმა 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და სხვა ტექნიკური საკითხებიც მოისმინეს. სხდომას არ ესწრებოდა ნაციონალური მოძრაობა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში