ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ჯგუფის სახით ანტიქართული მოძრაობა გაფორმდა - შალვა პაპუაშვილი

27 აპრილი 2024, 14:03 395 ნახვა

ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ჯგუფის სახით ანტიქართული მოძრაობა გაფორმდა, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვიდი ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ ხვალისთვის დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

„ოპოზიციის და „ენჯეოების“ ჯგუფი უკვე გაფორმებული სიმბიოზია. აქამდე ცდილობდნენ, რომ ფარული ყოფილიყო, დღეს კი უკვე ხილულია. ეს ერთი სიმბიოზია, ერთი ორგანიზმია „ენჯეოების“ გარკვეული ჯგუფისა და ოპოზიციის, რომელსაც დამფინანსებელიც ერთი ჰყავს, მფარველიც ერთი ჰყავს, შემგულიანებელიც ერთი ჰყავს და გეგმების დამსახველიც ერთი ჰყავს. ეს ანტიქართული მოძრაობაა, რომელიც გაფორმდა ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ჯგუფის სახით. კარგია, რომ ეს ანტიქართული მოძრაობა ქართველმა ხალხმა დაინახოს. ჩამოიხსნეს ყველა ნიღაბი და ყველასთვის ნათელი გახდა, რასთან გვაქვს საქმე – ეს ერთი პატარა დაჯგუფება, საბოლოო ჯამში, როგორც ანტიქართული მოძრაობა ასე გაფორმდება და ასე დაინახავს ქართველი ხალხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში