ვერავის მივცემთ საშუალებას, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ახალგაზრდების სახელი გამოიყენოს - „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია

28 აპრილი 2024, 10:23 364 ნახვა

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება.

ამის შესახებ, ინფორმაციას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

„29 აპრილს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ყველას გელოდებით ფილარმონიასთან!

 

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება. ვიკრიბებით ფილარმონიასთან და 18:00 საათზე, მსვლელობით გადავინაცვლებთ პარლამენტის სასახლისკენ, სადაც მონაწილეობას მივიღებთ ღონისძიებაში - მამული, ენა, სარწმუნოება!

 

ერთად ვუთხრათ კი: გამჭვირვალობას; საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას; ქვეყნის მშვიდობიან, ევროპულ განვითარებას; ტრადიციულ ეროვნულ და ნამდვილ, ევროპულ ღირებულებებს.

 

ერთად ვუთხრათ არა: „შავი ფულით“ მოწყობილ რევოლუციებს; მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას; ლგბტ პროპაგანდას; ნარკოტიკების პროპაგანდას; პოლიციელების შეურაცხყოფას; სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციასა და რადიკალიზმს.

 

ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ახალგაზრდების სახელი გამოიყენოს.

 

სამი კვირის განმავლობაში, ჩვენი ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები აქტიურ, საინფორმაციო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ახლა კი, დადგა დრო ახალგაზრდული მსვლელობითაც ვაჩვენოთ ჩვენი სიმართლე და ილიას გზის ერთგულება.

 

ახალგაზრდობას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი საქართველოს განვითარებაში. 2024 წლის 29 აპრილიც ამის დადასტურება უნდა იყოს!

 

შემოგვიერთდით!“ - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში