„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართა

28 აპრილი 2024, 21:59 483 ნახვა

29 აპრილს, საყოველთაო-სახალხო შეკრების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართა.

პარტიის ინფორმაციით, სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. გაიმართება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა ფილარმონიიდან. 20:00 საათიდან შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში