აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ

29 აპრილი 2024, 03:12 361 ნახვა

სამართალდამცველებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება დაიწყეს.

რუსთაველზე რჩება სამართალდამცველთა ნაწილი, რომელიც სცენასთან იმყოფება.

გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ ორგანიზებით დაგეგმილი შეკრებისთვის მომზადებული სცენის დაკავების მცდელობას. აქციის მონაწილეებმა სცენასთან არსებული ჯებირების გარღვევა სცადეს. 

შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში