პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო

29 აპრილი 2024, 10:16 367 ნახვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივად განხილვა დილიდან ხმაურით  დაიწყო.  სხდომაზე   სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა  შესთავაზა  მმართველ გუნდს რომ საკითხის განხილვა  გადადებულიყო, რაც კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა  არ დააკმაყოფილა, ამიტომ პირდაპირ მუხლობრივი განხილვა დაიწყო. 

რამდენჯერმე გააწყვეტინეს  გიორგი ვაშაძეს  სიტყვით გამოსვლა და კითხვის დასმა, რადგან უმრავლესობის დეპუტატის შეფასებით, კითხვები აცდენილი იყო შინაარსობრივ ნაწილს. ერთმანეთს, მდაბიო ტყუილში,  სიცრუესა და პროვოკაციების მოწყობის მცდელობაში  ადანაშაულებდნენ  და  გააფრხილეს კიდეც   ოპოზიციონერი დეპუტატი,  რომ  დაესვა   შინაარსობრვი შეკითხვა, თანაც კორექტულად.

მოგვიანებით ანდრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გააძევა.

ვაშაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის „რუსული კანონი“ უწოდა. ოხანაშვილმა მას დარბაზი მისი ნებართვის გარეშე საუბრის გამო დაატოვებინა. ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილიც გააძევა.

რაც შეეხება კითხვას, ვაშაძე ითხოვდა პასუხს კითხვაზე, რატომ ემთხვევა  ქართული ვერსიის   საქმიანობის სფერო და მიზანი რუსულ და უნგრულ რეგულაციებს, რაზეც ქართული ოცნების დეპუტატებმა მამუკა მდინარაძემ უპასუხა,  რომ კანონპროექტი არ არის რუსულის ანალოგი.  კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე მოუწოდა  ოპოზიციონერ  დეპუტატებს რომ მათთვის განკუთვნილი დროის გარეშე განცხადებები არ გააკეთონ,   წინაღმდეგ შემთხვევაში სხდომას დაატოვებინებს.  ჯერ უცნობია როდის გადავა სასესიო ფორმატში ასევე მეორე მოსმენით სადავო კანონპროექტის  განხილვა. პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს. ონლაინ მედიას მუშაობა ისევ შეზღუდული აქვს.    

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში