ბათუმში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

29 აპრილი 2024, 10:33 415 ნახვა

"კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ -  ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია იგეგმება ბათუმში დღეს ევროპის მოედანზე 19 საათზე. გაბედული, პრინციპული, მშვიდობიანი, გონიერი, ენერგიული, განათლებული და ორგანიზებული,- ორგანიზატორები სწორედ ასე აფასებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც კანონპროექტს აპროტესტებენ.

დღეს აქციას ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტია ერთობლივად გამართავენ. მათი თქმით,  ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისა და ბედნიერი მომავლისთვის.

დღეს სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კომენტარი გააკეთეს დედაქალაქში დაგეგმილ აქციაზეც და თქვეს, რომ ადამიანები რეგიონებიდან ძირთადად იძულებით წაიყვანეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში