საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

29 აპრილი 2024, 14:33 311 ნახვა

ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად დაესწრება საზეიმო ცერემონიას და მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს  არაფორმალურ სხდომაში.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის მოქმედ ხელმძღვანელთან და კოლეგა მინისტრებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში