ევროკავშირის წევრი როცა ხდება ქვეყანა, ისიც უშვებს ევროკავშირს საკუთარ სახლში, საქართველოს აქვს უფლება, ჩვენს სახლში შემოსვლამდე ევროკავშირს სუვერენიტეტის პატივისცემა მოვთხოვოთ - პრემიერი

29 აპრილი 2024, 23:02 441 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, არა მხოლოდ ევროკავშირი უშვებს ამ ქვეყანას საკუთარ სახლში, არამედ ეს ქვეყანაც უშვებს საკუთარ სახლში ევროკავშირს.

„იგივე ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის სუვერენიტეტისა და ევროპული ღირებულებების დაკნინებას ცდილობენ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროპულ ოჯახში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს და ტრადიციულ ღირებულებებს კართან დავტოვებთ; თუ დავთმობთ მორალს, ეკლესიას და სარწმუნოებას; თუ დავთმობთ დემოკრატიას და სამართლის უზენაესობას; თუ დავთმობთ დემოკრატიულ არჩევნებს და სასამართლოს დამოუკიდებლობას; თუ დავთმობთ ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაეფუძნა. როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, არა მხოლოდ ევროკავშირი უშვებს ამ ქვეყანას საკუთარ სახლში, არამედ ეს ქვეყანაც უშვებს საკუთარ სახლში ევროკავშირს. ამიტომ საქართველოს აქვს სრული უფლება, ჩვენს სახლში შემოსვლამდე ევროკავშირს ჩვენი სუვერენიტეტისა და ღირებულებების პატივისცემა მოვთხოვოთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტთან, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში