თავდაცვის ძალების დღე და განცხადებები

30 აპრილი 2024, 17:44 382 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 100-მა ჯარისკაცმა ფიცი დადო უმაღლესი მთავარსარდლის, პრეზიდენტის წინაშე. მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი.

ზურაბიშვილმა ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ  მოყვარე. მისი თქმით, ევროპული პერსპექტივა არის დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა.

ამასთან, ზურაბიშვილმა გააკრიტიკა საქართველოს დასავლელი პარტნიორების „ომის პარტიად“ წარმოჩენა. ირაკლი კობახიძემ კი სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა პრეზიდენტი, მისი გამოსვლის შინაარსი და თქვა, რომ „ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს პასუხს“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში